აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
343
31/07/2012
ვებგვერდი, 06/08/2012
010320000.33.058.016029
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/08/2012 - 05/04/2017)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება 3 4 3

2012 წლის 31 ივლისი

ქ.ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ 2011 წლის 7 მარტის №38 ბრძანება ( ვებპორტალი, 110310035, 14.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.33.058.016.011).

3 . ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი               ვ. ბოლქვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ერთეული, რომელიც სამინისტროსა და ამ დებულების შესაბამისად წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების – სამინისტროს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (შემდგომში – ობიექტების) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს.

2. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს გამოიყენოს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ საქმისწარმოებას, წარმოადგენს სამინისტროს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში, მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსიშესაბამისად ობიექტებზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების განხორციელება;

გ) უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაცია;

დ) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირება;

ე) დამრღვევისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;

ვ) ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;

ზ) მითითებების გაცემა ან/და გონივრული ვადის განსაზღვრა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;

თ) თავისი საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ი) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამსახურის მიერ ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ხელს აწერს სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

გ) წყვეტს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე, დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

 დ) განიხილავს სამართალდარღვევებს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და ღებულობს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გატარების თაობაზე;

ე) სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგად გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

3. სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.