სადისციპლინო სამხედრო ნაწილის შესახებ

  • Word
სადისციპლინო სამხედრო ნაწილის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17-18, 16/04/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
636
16/04/1997
პარლამენტის უწყებანი, 17-18, 16/04/1997
000000000.00.000.000000
სადისციპლინო სამხედრო ნაწილის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/04/1997 - 12/05/2000)

საქართველოს კანონი

სადისციპლინო სამხედრო ნაწილის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი ადგენს ვადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა მსმენელის (კურსანტის), აგრეთვე სასწავლო შეკრებისას რეზერვისტის მიერ (გარდა ოფიცერთა შემადგენლობისა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის მათი სადისციპლინო სამხედრო ნაწილში გამწესების, განთავსების, მსჯავრდებულის გამოსწორებისა და აღზრდის მუშაობის ორგანიზების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე სადისციპლინო სამხედრო ნაწილიდან გათავისუფლების პირობებს.

    მუხლი 2

1. მსჯავრდებულის სადისციპლინო სამხედრო ნაწილში გაგზავნის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი.

2. სადისციპლინო სამხედრო ნაწილში გამწესება მიზნად არ ისახავს ფიზიკური ტანჯვის მიყენებას ან ადამიანის ღირსების შელახვას.

    მუხლი 3

1. სადისციპლინო სამხედრო ნაწილის შექმნისა და ლიკვიდაციის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი.

2. სადისციპლინო სამხედრო ნაწილის საშტატო განრიგსა და ორგანიზაციულ სტრუქტურას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. სადისციპლინო სამხედრო ნაწილის რეჟიმი და წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 4

სადისციპლინო სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა კომპლექტდება პირებით, რომლებსაც აქვთ ხელქვეითთა აღზრდისა და სწავლების აუცილებელი გამოცდილება, შესწევთ მსჯავრდებულთა შრომის ორგანიზაციის, სათანადო წესრიგისა და მტკიცე სამხედრო დისციპლინის დამყარების უნარი.

    მუხლი 5

სადისციპლინო სამხედრო ნაწილში შინაგანი და საგუშაგო სამსახურების საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს სამხედრო ძალების შინაგანი სამსახურის, საგარნიზონო და საგუშაგო სამსახურის წესდებების მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 6

სადისციპლინო სამხედრო ნაწილში სასჯელის მოხდას ზედამხედველობს საქართველოს პროკურატურა.

 

 

 

თავი II

მსჯავრდებულის სადისციპლინო სამხედრო ნაწილში განთავსება

    მუხლი 7

მსჯავრდებული განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე თავსდება სამხედრო გარნიზონის ჰაუპტვახტში, ხოლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იგზავნება სადისციპლინო სამხედრო ნაწილში.

    მუხლი 8

1. მსჯავრდებულს სადისციპლინო სამხედრო ნაწილში ყოფნის დრო ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის ვადაში.

2. მსჯავრდებულის მატერიალური, საყოფაცხოვრებო და სასურსათო უზრუნველყოფა ხდება საქართველოს სამხედრო ძალების ვადიან სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილი ნორმების მიხედვით.

    მუხლი 9

სადისციპლინო სამხედრო ნაწილი უნდა განთავსდეს სხვა სამხედრო ნაწილებისგან განცალკევებით.

თავი III

სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მსჯავრდებულის გამოსწორებისა და აღზრდის მუშაობის ორგანიზება

    მუხლი 10

სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მსჯავრდებულის გამოსწორებისა და აღზრდის ძირითადი საშუალებებია: სასჯელის მოხდის წესისა და რეჟიმის განუხრელი შესრულება, აღმზრდელობითი მუშაობა და საბრძოლო მომზადება.

    მუხლი 11

მსჯავრდებულის შრომა გამოიყენება საქართველოს სამხედრო ძალების სისტემაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში.

    მუხლი 12

სადისციპლინო სამხედრო ნაწილში აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარების მიზანია მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.

    მუხლი 13

მსჯავრდებულის საბრძოლო მომზადება წარმოებს სპეციალური პროგრამით.

თავი IV

სადისციპლინო სამხედრო ნაწილიდან გათავისუფლება

    მუხლი 14

მსჯავრდებული სადისციპლინო სამხედრო ნაწილიდან თავისუფლდება:

ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;

ბ) ამნისტიის აქტის ან შეწყალების საფუძველზე;

გ) სასამართლოს განჩინებით: განაჩენის გაუქმების შესახებ საქმის წარმოებით შეწყვეტით, განაჩენის შეცვლის თაობაზე პირობითი მსჯავრდების გამოყენებით, განაჩენის აღსრულების გადადებით ან სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლით, სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებით.

თავი V

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 15

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 1997 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს დებულება სადისციპლინო სამხედრო ნაწილის რეჟიმისა და წესის შესახებ”.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 16

ეს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 აპრილი.

636IIს