"ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307056, 18/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.115.016029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
05
25/02/2011
ვებგვერდი, 110307056, 18/03/2011
120260000.35.115.016029
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/03/2011 - 06/05/2011)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №5

2011 წლის   25  თებერვალი

დ. ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში (www. matsne. gov.ge  20.01.2011):

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ”.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის  თანახმად: 

3.  დებულების მე-2 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა, იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას შეუსრულდა 17 წელი;

ბ)  15 წლის მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა.

4. დებულების მე-3 მუხლში ამოღებულ იქნეს ,,ბ” ქვეპუნქტი.

მუხლი 2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2007 წლის 3 აპრილის 18 დადგენილება.

მუხლი 3.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                     ვ. ქურასბედიანი