დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307056, 18/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.35.115.016029 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/03/2011 - 06/05/2011)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 25 თებერვალი
დ. ლენტეხი
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში (www. matsne. gov.ge 20.01.2011):
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”.
2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად:
3. დებულების მე-2 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა, იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას შეუსრულდა 17 წელი;
ბ) 15 წლის მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა.
4. დებულების მე-3 მუხლში ამოღებულ იქნეს ,,ბ” ქვეპუნქტი.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 აპრილის №18 დადგენილება.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები