ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

  • Word
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307015, 16/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8
28/02/2011
ვებგვერდი, 110307015, 16/03/2011
190020020.35.162.016032
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/03/2011 - 11/11/2011)

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2011 წლის 28 თებერვალი

 ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ჯგუფები მიიღებენ ფულადი და არაფულადი სახის დახმარებას, პროგრამის განხორციელების მიზანია სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირება.

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამა და ბიუჯეტი (დანართი 1- პროგრამა და დანართი -2 პროგრამის ბიუჯეტი დადგენილებას თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №3 დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

დანართი 1

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამა

    მუხლი 1.პროგრამის სახელწოდება

1.ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა

    მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა -01იანვარი2011წელი-31 დეკემბერი2011წელი

    მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი: 195000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

    მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო:

1.ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 195000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

    მუხლი 5. პრობლემის აღწერა და მისი აქტუალობის დასაბუთება

1. უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეული ეკონომიკური პროგრესის მიუხედავად ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი კვლავაც საკმაოდ მძიმეა-მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. პოსტ-კონფლიქტური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია, რომ კრიზისის ეფექტები განსაკუთრებით მძიმე იქნება სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის.

მოსახლეობის სოციალური დახმარებისათვის ცენტრალური ხელისუფლება მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ჩათვლით.ამისდა მიუხედავად, დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და საჭიროებენ დახმარებას ,მაგრამ არ არიან დაფარული სახელმწიფო პროგრამით. ამ პრობლემის გათვალისწინებით, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას ,რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ჯგუფები მიიღებენ ფულადი და არაფულადი სახის დახმარებას.

 მუხლი 6. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები რომლებიც არ იღებენ სახელმწიფოსაგან სოც. დახმარებას;

2. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება;

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;

4. უდედმამო ბავშვები;

5. 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება;

6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

7. სოციალურად ძალიან შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება:

8. ხანძრით და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახები

9. უპატრონო მიცვალებული;

10. სამამულო ომის ვეტერანები;

11. მაღალმთიან რეგიონში(თუშეთში)მუდმივად მცხოვრები ოჯახები;

12.სიცოცხლისათვის საშიშ უკიდურესად ავარიულ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახები;

13. სოციალური სახლის უფასო სასადილოს დაფინანსება;

    მუხლი 7.სოციალური დახმარების ოდენობა

1. ეკონომიურად და სოც. გაჭირვებული ოჯახებისათვის, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფოსაგან სოციალურ დახმარებას-100 ლარი(ერთჯერადად)

2. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება- ღირებულების 50 %, არა უმეტეს 500 ლარისა.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები(16 წლამდე)-200 ლარი(სააღდგომო კალათი-50ლარი,საახალწლო კალათი-50ლარი)ბავშვთა დაცვის დღე 100ლარი;

4. უდედმამო ბავშვები- (16 წლამდე) - 100ლარი(სასკოლო ნივთების შესაძენად ) და 100 ლარი (სააღდგომო და საახალწლო კალათებისათვის 50-50 ლარი);

5. 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება-100 ლარი(ერთჯერადად)

6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები.100-ლარი;

7. სოციალურად ძალიან შეჭირვებული მოსახლეობის საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტი 50 ლარი;

8. ხანძრითა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახი-500ლარი

9. უპატრონო მიცვალებული-200ლარი

10. სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები

ა) სადღესასწაულოდ(სააღდგომო კალათი-40ლარი, საცხრამაისო-40ლარი)-80ლარი

ბ) სარიტუალო ხარჯისათვის-250 ლარი;

11. მაღალმთიან რეგიონში(თუშეთში)მცხოვრები ოჯახები-50ლარი(საახალწლოდ, სააღდგომოდ და გიორგობისათვის სასურსათო პაკეტები)

12. სიცოცხლისათვის საშიში უკიდურესად ავარიულ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახები (დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი ) -400 ლარი;

13.უფასო კვების ობიექტი 85 000 (ოთხმოცდახუთიათასი) ლარი (მისი დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად)

    მუხლი 8.სოციალური დახმარების გაცემის წესი

1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

2. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

3. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე თვითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ამ პროგრამის შესაბამისად.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას გაუწევს კულტურის ,სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური კომისია;

5. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად, ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა მუხლით;

6. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსებისა(თანადაფინანსების),მოქალაქეთა ერთჯერადი სოც. დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

7. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

8. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში,თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან პირზე ან მეურვეზე;

9. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.

    მუხლი 9.პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

2. უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირება

    მუხლი 10. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

1.პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

ა)ადგილობრივი პრესა და ტელევიზია;

ბ)რწმუნებულები;

    მუხლი 11. პროგრამის შეფასება

1. განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2011 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;

ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

გ) დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები;

დანართი№2

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამის ბიუჯეტი (01.01.2011 – 31.12.2011)

 

პროგრამის დასახელება

 

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

სოც. დახმარების მოცულობა (ლარებში)

ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე

სულ

1

2

3

4

5

1

ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას

 

150

 

100

 

15000

2

სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით(არაუმეტეს 500 ლარისა)

 

120

 

________

 

60000

 

3

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (ინვალიდი 16 წლამდე)

 

14

საახალწლო -50 ლ.

სააღდგომო -50ლ

ბავშვთა დაცვის დღე-100ლ

 

700

700

 

1400

 

სულ 200 ლ.

სულ: 2800

 

 

4

 

უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ასაკის)

 

12

საახალწლო -50 ლ.

სააღდგომო -50ლ

სასწავლო წლის დასაწყისში-100ლ

 

600

600

 

1200

 

სულ 200 ლ.

სულ: 2400

 

5

95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება

 

15

 

100

 

1500

6

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები

 

8

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი-100 ლ

 

800

7

 

 

 

 

 

 ა) სამამულო ომს ვეტერანების

 სადღესასწაულო დახმარება

 

 

36

 

 

სააღდგომოდ-40ლ.

საცხრამაისოდ-40ლ

 

1500

1500

 

სულ:80-ლარი

სულ:3000

 

 ბ) სამამულო ომის ვეტერანთა

 სარიტუალო ხარჯები

 

 

 

 

8

 

გარდაცვლილის ოჯახს ფულადი დახმარება 250ლ-ს ოდენობით

 

3500

 

 

8

 

 

სოციალურად ძალიან შეჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პაკეტით დახმარება

 

40

საახალწლოდ-50ლ

სააღდგომოდ-50ლ

 

2000

2000

 

 

სულ: 100ლ

 

სულ:4000

9

ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების შედეგად (ხანძარი, ქარიშხალი, სატყვა...) დაუზიანდათ საცხოვრებელი სახის ფართის 50%

 

10

 

500

 

5000

10

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

 

5

 

200

 

1000

11

მთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის სასურსათო პაკეტი

 

25

საახალწლოდ-40ლ

სააღდგომოდ-40ლ

გიორგობისათვის-40ლ

 

1000

1000

1000

 

 

სულ:120ლ

 

სულ:3000

 

12

სიცოცხლისათვის საშიშ უკიდურესად ავარიულ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახების დახმარება (შესაძლო დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი)

 

20

 

400

 

8000

 

 

 

 

13

 სოციალური სახლის უფასო სასადილოს დაფინანსება

 

 

100

 

850

 

85000

 

 

 

 

სულ:

195 000 ლარი