სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110302014, 16/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.158.016025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
01/03/2011
ვებგვერდი, 110302014, 16/03/2011
200140030.35.158.016025
სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/03/2011 - 30/03/2011)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 1 მარტი

ქ. ბოლნისი                                                                                                 

სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის მიხედვით.

2. დამტკიცდეს ქალაქ ბოლნისის ტერიტორიის ზონირება დანართი 2-ის მიხედვით.

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის 223 დადგენილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის  შესახებ“.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 ნ. საბიაშვილი

 

დანართი 1

სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ბოლნისის ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ItL x Cx  K, სადაც:

) CNარის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

) IMG  – არის . ბოლნისის  მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-;

) It Lარის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:

.) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,1-;

.) შუალედური ზონისათვის – 1-;

.) პერიფერიული ზონისათვის – 0,9-ს;

) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი),

 

1

ცენტრალური ზონა

 

 

 

0,38

1,1

0,24

200

20,064

 

2

შუალედური ზონა

 

 

 

0,38

1

0,24

200

18,24

 

3

პერიფერიული ზონა

 

 

 

0,38

0,9

0,24

200

16,416

 

 

3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა) დაბებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს;

ბ) სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით  და შეადგენს 4,472 ლარს.

4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით  და შეადგენს 4,56 ლარს.

5.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნებლობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით  განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასები:

 

დანართი 2

ქალაქ ბოლნისის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე

ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ItL

ცენტრალური ზონა

1

ცენტრალური ზონად ჩაითვალოს: ქ. ბოლნისის, დ. აღმაშენებლის ქუჩა 48ა -დან 118-ის ჩათვლით და 33ა- დან  71-ის ჩათვლით;

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა 44-დან №182-ის ჩათვლით და  №39-დან 185-ის ჩათვლით 500 ბოლნელის  ქუჩის გადაკვეთამდე; სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №2ა-დან №8ა ჩათვლით, №1ბ-დან №25ა -მდე.

1,1

შუალედური ზონა

2

შუალედური ზონად ჩაითვალოს: გიორგი სააკაძის ქუჩა მთლიანად; თამაზ სტეფანიას ქუჩა მთლიანად; ილია ჭავჭავაძის ქუჩა მთლიანად; გრიგოლ რობაქიძის ქუჩა მთლიანად;  წმ. ნინოს ქუჩა №1-დან №122-ის ჩათვლით და №2-დან №109-ის ჩათვლით; ლადო ასათიანის ქუჩა №9-დან №27-ის ჩათვლით და №8-დან-№22-ის ჩათვლით; ლ. ასათიანის ქუჩის ჩიხი №1 და №2; ათონის ქუჩა №16-დან №38-ის  ჩათვლით, №11-დან №27-ის ჩათვლით; მ. კოსტავას ქუჩა №11 დან №41-ის ჩათვლით, №10-დან  №46-ის ჩათვლით; ვ. გორგასლის ქ.№1-დან №13-ის ჩათვლით; №2-დან №12-ის ჩათვლით;  სიონის ქუჩა №11-დან №27-ის ჩათვლით, №16-დან №38-ის ჩათვლით; ა. წერეთლის ქუჩა №1-დან №15-ის ჩათვლით, №2-დან №16-ის ჩათვლით; ვ. ფშაველას ქუჩა №9ა-დან №13-ის ჩათვლით, №12-დან №28-ის ჩათვლით; სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №184 ბ-დან  №196-ის ჩათვლით, №189-დან №207-ის ჩათვლით. დავით აღმაშენებელის ქუჩა №48-დან №2 ჩათვლით (დასავლეთ გასასვლელი), №35-დან №1ა-ს ჩათვლით (აღმოსავლეთ გასასვლელი)

1

პერიფერიული ზონა

3

პერიფერიულ ზონად ჩაითვალოს ქ. ბოლნისის ქუჩები,

რომელიც არ არის ჩამოთვლილი 1 და 2 პუნქტებში

0,9