დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110331015, 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.158.016029 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2011 წლის 30 მარტი
ქ. ბოლნისი
,,სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №17 დადგენილებაში, კერძოდ,
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 5,472 ლარს.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები