შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301062, 15/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.135.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1
23/02/2011
ვებგვერდი, 110301062, 15/03/2011
200130000.35.135.016014
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/03/2011 - 08/04/2011)

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №1

2011 წლის 23 თებერვალი

დაბა შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნშუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

3. განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2 -ის შესაბამისად.

4. განისაზღვროს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 3 -ის შესაბამისად.

 5. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 5000 კვ.მ, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 1000 კვ.მ ოდენობით;

ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 100 კვ.მ, ოდენობით.

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგასახადო კოდექსის ნორმებით.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 15 მაისის №9 დადგენილება ( გამოქვეყნებული გაზეთი მთიანეთი1-10 ივნისი 2008 წელი.; 12; გვ.6).

8. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          . ქათამაძე

 

დანართი 1

ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1% ოდენობით.

4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

 

დანართი 2

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

 

მიწის ხარისხი და კატეგორია

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე (ლარებში)

1

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწა

56

 

2

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მწირი ხარისხის მიწა

51

3

ბუნებრივი სათიბები

16

4

ბუნებრივი საძოვრები

10

5

გაკულტურებული სათიბები

19

6

გაკულტურებული საძოვრები

15

 

დანართი 3

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე და განისაზღვრება წელიწადში 1მ2-ზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

ზონების დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის საბაზისო განაკვეთი 12-ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 12-ზე (ლარებში)

1

დაბა შუახევის ტერიტორიაზე

1.5

0.24

0.36

2

„საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრი არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

 

 

 

 

 

1.2

 

 

 

 

 

0.24

 

 

 

 

 

0.29

3

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებებში (გარდა დაბა შუახევისა)

1.0

0.24

0.24

4

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ დასახლებათა შორის არეალებში

 

0.5

 

0.24

 

0.12