დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301018, 11/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330010040.35.153.016051 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/03/2011 - 02/07/2012)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №23
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოდ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართის №1).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
დანართი 1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო
საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
მ ი თ ი თ ე ბ ა № ----------------
ქ. მცხეთა შედგენის თარიღი-----------------------
დამრღვევის ვინაობა და მისამართი--------------------------------------------------------------------------
(მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი---------------------------------------------------------------------------
(მისამართი, საკადასტრო კოდი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------
აღნიშნული გათვალისწინებულია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის ------------------ მუხლის ---------------ნაწილით.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------- დარღვევის გამოსწორების ვადა-----------------------------------------------------------------------------------------დღე.
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ:---------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შედგენის თარიღი:----------------------------------------------------------------------------------------------
მითითება ჩაბარდა და გაეცნო:--------------------------------------------------------------------------------
(განთავსების ადგილი)
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითებით განსაზრვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, 2) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა. (,, ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება ( მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი).
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ( მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი).
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი).
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი).
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( მე-13 მუხლის მე-12 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის , უწყების ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობათ ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში –ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე . თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (მე-13 მუხლის მე-15 პუნქტი).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები