მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016115
  • Word
31
02/07/2012
ვებგვერდი, 09/07/2012
010250020.35.153.016115
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №31

2012 წლის 2 ივლისი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართის №1).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №23 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. კალანდაძე

 

 

 დანართი 1

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო

საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური

 

მ ი თ ი თ ე ბ ა № ----------

 

ქ. მცხეთა                                                                         შედგენის თარიღი: ---------------------

 

დამრღვევის ვინაობა და მისამართი ---------------------------------------------------------------------

                                                                                        (მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                        

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ----------------------------------------------------------------------

                                                                                                       (მისამართი, საკადასტრო კოდი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

---------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გათვალისწინებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”

 

საქართველოს კანონის ------------- მუხლის ----------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------------------ დღე.

 

მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: --------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შედგენის თარიღი: ------------------------------------------------------------------------------------------

 

მითითება ჩაბარდა და გაეცნო: -----------------------------------------------------------------------------

                                                                               (განთავსების ადგილი)

 

 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

 მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჯის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჯის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჯის შესახებ ( 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

 დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ ( 25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ გათვალისწინებულ ვადაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება (საქართველოს კანონით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბრძანება (დადგენილება) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის , მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ ( 25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).

 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი).

 თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში – ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).