ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110228048, 09/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016034
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
25/02/2011
ვებგვერდი, 110228048, 09/03/2011
010250020.35.126.016034
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2011 - 31/03/2011)

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 2

2011 წლი ს 25 თებერვალი                      

ქ. თერჯოლა

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების                                  განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური  საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის  23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი გადასახადის ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 თებერვლის                                     №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს                                       2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ტ. ფანჩულიძე

                                                                                           დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დასაბეგრი ქონების ღირებულები 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთება:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

.ა ) გაკულტურებულ სათიბებზე 19 ლარი;

ა.ბ) გაკულტურებულ საძოვრებზე 15 ლარი;

ა.გ) სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 16 ლარი;

ა.დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 10 ლარი.

ბ) სხვა მიწებისათვის:

ბ.ა) კარგ მიწებზე – 71 ლარი

ბ.ბ) მწირ მიწებზე – 58 ლარი

    მუხლი 5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 6

1.        არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი

ერთ კვადრატულ მიწაზე დადგინდეს 0,24 ლარი, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი 0,43.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი წელიწადში ერთ კვადრატულ მეტრ მიწაზე  განისაზღვროს ( 0,24 X0,43) 0,1032 ლარის ოდენობით.

    მუხლი 7

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.