ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016064
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
16/03/2012
ვებგვერდი, 28/03/2012
010250020.35.126.016064
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/03/2012 - 07/09/2012)

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 ლის 16 მარტი

ქ. თერჯოლა

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილება.(სსმ, 09/03/2011წ.).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ტ. ფანჩულიძე

 

 

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

  საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართები უნდა გაიზარდოს:

 ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

 ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

 გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

 დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

    მუხლი 2

 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე- 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტს.

    მუხლი 3

  ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთება:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 71 ლარი;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 19 ლარი;

გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 15 ლარი.

2. ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადას ხადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 35 ლარის ოდენობით.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 3 ლარის ოდენობით.

    მუხლი 5

  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

 

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ

( 0,24 X0,43)

0,24

0,43

0.1032

    მუხლი 6

1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც დამაგრებულია ამავე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.