დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228044, 09/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016024 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2011 - 31/03/2011)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 204-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრ ოს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტის ოდენობით.
2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
1. სათიბებისა და საძოვრებისათვის
| გადასახადის განაკვეთი ( ლარი / ჰა ) | |||
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | |
| სათიბი | საძოვარი | ||
| 16 | 10 | 19 | 15 |
2. სხვა მიწებისათვის
| გადასახადის განაკვეთი(ლარი/ჰა) | |
| მიწის ხარისხი | |
| კარგი | მწირი |
| 60 | 52 |
მუხლი 5
ტყიბულის მუნიციპალიტეტში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,43 -ის ოდენობით და შესაბამისად არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1032 ლარის ოდენობით.
მუხლი 6
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზ. ობოლაძეს.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები