დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401048, 04/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016026 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 5
2011 წლის 31 მარტი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 და დგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202 -ე და 204 -ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნ ეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 09.03.2011 წ. ) მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
| გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა) | ||||
| სახნავი მიწები | სათიბები | საძოვრები | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწები | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები |
| 60 | 19 | 15 | 10 | 3 |
“.
მუხლი 2. შეტანილ იქნ ეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , 09.03.2011წ.) და დადგენილებას დაემატოს 4 1 მუხლი შემდეგი რედაქციით:
შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი ;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე საკარმიდამო, საბაღე -საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები. “.
მუხლი 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზ. ობოლაძეს.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები