დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228007, 09/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016023 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2011 - 31/03/2011)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე; 202-ე; 203-ე; 204-ე; 205-ე და 206-ე მუხლების შესაბამისად:
მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის დაწესებული იქნა ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადის სახით.
მუხლი 2. დამტკიცებულ იქნეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის დიფერენცირებული ტერიტორიული კოეფიციენტები მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის მიხედვით, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 3. დამტკიცებულ იქნეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის ზღვრული განაკვეთები, გადასახადის ცალკეული სახეების მიხედვით დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 4. ქონების გადასადის გამოანგარიშება და გადახდა, აგრეთვე გადასახადისაგან განთავისუფლება ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებენ შესაბამისი საგადასახადო ორგანოები.
მუხლი 5. ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილება.
მუხლი 6. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის დიფერენცირებული ტერიტორიული კოეფიციენტი
| № | მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა | მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის კოეფიციენტი |
| 1 | ქ. საჩხერის ტერიტორია (გარდა ფეიქართა ქუჩის და გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის გადაკვეთის სეგმენტში მოქცეული ტერიტორიისა) | 0,83 |
| 2 | გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთი მდ. ჯრუჭულადან ქ. საჩხერის შემოსასვლელამდე (ქ. საჩხერის აღმნიშვნელი აბრა) და საჩხერის ცენტრალური სტადიონიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ორთავე მხარეს 200 მ-ის საზღვრებში და ქ. საჩხერეში ფეიქართა ქუჩის და გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის გადაკვეთის სეგმენტში მოქცეული ტერიტორიები. | 0,50 |
| 3 | მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორიები. | 0,17 |
დანართი №2
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდის ზღვრული განაკვეთები ქონების ცალკეული სახეების მიხედვით
| № | ქონების გადასახადის სახეები | გადასახადის განაკვეთები |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი. | ქონების საშუალო საბალანსო წლიური ღირებულების 1%-ი |
| 2 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი. | ა) საგადასახდო წლის წინა წელს 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგ ადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 %-ი. ბ) საგადასახადო წლის წინა წელს 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %-ი. |
| 3 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბების და საძოვრებისათვის მიწის გადასახდი 1 ჰექტარზე | ა) სათიბები-16 ლარი ბ)საძოვარი-10 ლარი გ) გაკულტურებული სათიბები-19 ლარი დ) გაკულტურებული საძოვარი-15 ლარი |
| 4 | საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში არსებული სხვა მიწებისათვის ,მიწის წლიური გადასახადი 1 ჰექტარზე | ა) კარგ მიწაზე-65 ლარი ბ)მწირ მიწაზე-55 ლარი
|
| 5 | საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ, პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახდი 1 კვ.მ.-ზე. | ა) ქ. საჩხერის ტერიტორიაზე (გარდა ფეიქართა ქუჩის და გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის გადაკვეთის სეგმენტში მოქცეული ტერიტორიისა) – 0,20 ლარი.
|
|
|
| ბ) გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთი მდ. ჯრუჭულიდან ქ. საჩხერის შემოსასვლელამდე (ქ. საჩხერის აღმნიშვნელი აბრა) და საჩხერის ცენტრალური სტადიონიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ორთავე მხარეს 200 მ-ის საზღვრებში და ქ. საჩხერეში ფეიქართა ქუჩის და გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის გადაკვეთის სეგმენტში მოქცეულ ტერიტორიებზე - 0,12 ლარი. გ) მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე-0,04 ლარი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები