"საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110405016, 07/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016030
  • Word
9
31/03/2011
ვებგვერდი, 110405016, 07/04/2011
010250020.35.130.016030
"საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2011 წლის 31 მარტი

ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 010250020.35.130.016023 09/03/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ქონების გადასახადი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე.

 გადასახადისაგან გათავისუფლება ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ში და დანართ 2-ში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ნ. აბჟანდაძე

 

დანართი 1

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის დიფერენცირებული ტერიტორიული კოეფიციენტი და მიწის ნაკვეთის წლიური გადასახადი 1 კვ.მ.-ზე

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის კოეფიციენტი

მიწის ნაკვეთის წლიური გადასახადი 1 კვ.მ-ზე

1

ქ. საჩხერის ტერიტორია

0,83

0,20

2

მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია

 

0,50

0,12

 

 

 დანართი 2

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდის ზღვრული განაკვეთები ქონების ცალკეული სახეების მიხედვით

ქონების გადასახადის სახეები

გადასახადის განაკვეთები

1

2

3

1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი.

ქონების საშუალო საბალანსო წლიური ღირებულების 1%

2

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი.

ა) საგადასახდო წლის წინა წელს 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 %;

ბ) საგადასახადო წლის წინა წელს 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %;

3

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახდი 1 ჰექტარზე.

 

ა) სათიბები 17,50 ლარი;

ბ) საძოვარი 12,50 ლარი;

გ) სახნავი 60 ლარი;

დ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე – 20 ლარი;

ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა – 3 ლარი.

4

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ, პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახდი 1 კვ.მ.-ზე.

ა) ქ. საჩხერის ტერიტორია – 0,20 ლარი;

 

ბ) მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია 0,12 ლარი.