ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23.01.1087
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 07/09/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 13/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260050.37.101.000679
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
23.01.1087
07/09/2010
სსმ, 25, 13/09/2010
010260050.37.101.000679
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/09/2010 - 16/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.37.101.000.679

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №23.01.1087

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ძალადაკრგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 მაისის №16.15.799 დადგენილება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“.

2. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქონების მართვის სააგენტოს.

3. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო ქონებას განკარგავს მოქმედი კანონმდებლობისა და ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონების იჯარით გაცემისა).

4. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, ქალაქგეგმარებითი პირობების გათვალისწინებით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გასცემს 10 კვმ.-მდე ფართობის მიწის ნაკვეთს, 15 წლამდე ვადით.

5. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსლია: ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს აქტი, რომელიც, დაინტერესებული პირის განცხადებასთან ერთად, უთანაბრდება ხელშეკრულებას.

6. დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ურთიერთობისას, ყოველწლიური საიჯარო ქირა (იჯარის ღირებულება) განისაზღვროს 1 კვმ.-ზე – 25 (ოცდახუთი) ლარით, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვროს 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. მოიჯარე უფლებამოსილია იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი.

8. დამტკიცდეს დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მერიის – სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული აქტის თანდართული ფორმა.

9. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ. უგულავა

დანართი

ბრძანება

————— (ფიზიკური პირის სახელი გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი         ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი/საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი)

პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემის შესახებ

ფიზიკურმა/იურიდიულმა პირმა (საიდენტიფიკაციო ნომერი) განცხადებით (რეგისტრ. №) მომართა ქ. თბი-ლისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა ქ. თბილისში, ——— (ქონების მისამართი) იჯარით გადაცემა, –––––– მიზნით.

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-5 პუნქტის და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის —— —№ დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დაკმაყოფილდეს ———————— (ფიზიკური/იურიდიული პირის) (პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: ———) განცხადება (რეგისტრ. №) და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, —— წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში, (უძრავი ქონების მისამართი, ფართი და მიწის საკადასტრო კოდი: №——) ———— მიზნით.

2. ბრძანების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საიჯარო პირობები განისაზღვრება ბრძანების დანართით.

3. წინამდებარე ბრძანება ——— -ის განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები.

4. საიჯარო ურთიერთობის მხარეებს წარმოადგნენ ქ. თბილისის მერია (თბილისის თვითმმართველი ერთეული) – წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (მეიჯარე) სახით და ——— (მოიჯარე).

5. წინამდებარე ბრძანებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააგენტოს უფროსი ვ. გვათუა

დანართი

საიჯარო პირობები

1. ბრძანების შესაბამისად გადაცემულ ქონებაზე იჯარის უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. მოიჯარე უფლებამოსილია იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – „არქიტექტურის სამსახურის“ მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი.  

3.1. ყოველწლიური იჯარის ღირებულება შეადგენს 1 კვმ-ზე 25 (ოცდახუთი) ლარს (შემდგომში – საიჯარო ქირა).

3.2. საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლება ბრძანების გაცნობის მომენტიდან.

3.3. საიჯარო ქირა გადაირიცხება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღების დასახელება: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო

საიდენტიფიკაციო კოდი: –––––––––––;

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;

ანგარიში: ––––––––––––––;

ბანკის კოდი: ––––––––––––––;

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ––––––––––;

(ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან მიღებული შემოსავალი).

3.4. საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია გაზარდოს საიჯარო ქირა შესაბამისი ოდენობით, ასევე ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნორმატიული ფასის ცვლილების შემთხვევაში საიჯარო ქირის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე, ან მეიჯარე წერილობით ატყობინებს ქონების მიმღებს ახალ საიჯარო ქირის ოდენობას. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის და საიჯარო პირობებში ცვლილების გაუფორმებლობის შეთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა.

4. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა.

5. იჯარით გადაცემულ ქონებაზე გამარჯვებულ სარეკლამო კომპანიასთან შეთანხმების გარეშე მოიჯარემ არ უნდა განათავსოს რეკლამა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რეკლამის გარდა.

6. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

7. მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი ბრძანებით გათვალისწინებული მიზნით. გაუთვალისწინებელი მიზნით ქონების გამოყენებისას მოიჯარე ვალდებულია მიიღოს მეიჯარის წინასწარი თანხმობა.

 

8. იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.

9.1. მოიჯარე ვალდებულია, ბრძანების გაცნობიდან 20 კალენდარული დღის ვადაში იჯარის უფლება დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

9.2. იჯარის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მოიჯარე.

9.3. მეიჯარე უფლებამოსილია მოიჯარის ხარჯით თავად განახორციელოს იჯარის უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.

10.1. მოიჯარეს უფლება არა აქვს იჯარით გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი მეიჯარესთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

10.2. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, საიჯარო პირობები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია მეიჯარეს.

10.3. დანართით განსაზღვრული პირობებისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. პირგასამტეხლო განსაზღვრულია დანართით საიჯარო პირობებიდან გამომდინარე.

10.4. საიჯარო პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნევა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება.

10.5. საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები.

11. მოიჯარე ვალდებულია:

11.1. აცნობოს დაუყოვნებლივ მეიჯარეს, თუ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი;

11.2. იზრუნოს ქონების სამეურნეო მოვლისათვის;

11.3. ქონების განადგურების, დაზიანების ან მის შესანახად წარმოშობილი გაუთვალისწინებელი ხარჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეიჯარეს;

11.4. მეიჯარესთან შეთანხმებით გასწიოს იჯარის ფორმით გადაცემული ქონების მოვლა-შენახვისათვის საჭირო ხარჯები;

11.5. უზრუნველყოს ეკოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

11.6. მოთხოვნისთანავე მეიჯარეს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია საიჯარო პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;

11.7. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;

11.8. ხელი შეუწყოს მეიჯარეს კანონმდებლობით და საიჯარო პირობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში.

11.9. საიჯარო პირობების დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება 12.1-12.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

12.1. საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

12.2. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით:

მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო; საიდენტიფიკაციო კოდი: –––––––– მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ანგარიშის ნომერი: –––––––––; ბანკის კოდი: –––––––––; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ––––––––––.

12.3. საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით.

13.1. საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს:

13.1.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით;

13.1.2. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 3.4, მე-4 და 10.1 პუნქტებით გათვალისწინებულ პირველივე შემთხვევებში;

13.1.3. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად, წინამდებარე დანართის 10.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

13.1.4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

13.2. საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება იჯარის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.

13.3. საიჯარო ურთიერთობა წყდება მოიჯარის განცხადებისა და სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსის ბრძანების საფუძველზე, გარდა მეიჯარის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება.

14.1. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება საიჯარო პირობებში შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით – მოიჯარის განცხადებისა და სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსის ბრძანების საფუძველზე.

14.2. სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ მიერ საიჯარო პირობებში ცვლილების ინიციირების შემთხვევაში მოიჯარის თანხმობა გამოიხატება აქტზე ხელმოწერით.

14.3. საიჯარო პირობებში ცვლილებები და დამატებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15. დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს.