აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110225004, 11/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
18/02/2011
ვებგვერდი, 110225004, 11/03/2011
200140030.35.110.016039
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/03/2011 - 13/02/2012)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით.

2. დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 თებერვლის №5 დადგენილება ,,აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   დ. თოფურია

დანართი №1

აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები

1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K , სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქალაქ აბაშაში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა განისაზღვროს 140-ით.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,47

1

0,24

140

15,792

 

3. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ, „საქართველოს საერთაშირისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საქართველოს საერთაშირისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძის) 50მ. რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით.

4. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ, „საქართველოს საერთაშირისო და შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საქართველოს შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილისა და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის) 50მ. რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50მ. რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3,948 ლარით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    დ. თოფურია