დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110223006, 02/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.118.016021 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2011 - 01/04/2011)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1. შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
მუხლი 2. დადგინდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებელის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით.
2. მოსაკრებლის ოდენობა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქ. ონში ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარის ოდენობით თვეში;
ბ) სავაჭრო ობიექტებისათვის (პურის საცხობებისა და მაღაზიებისათვის), რომელთა დაკავებული ფართობი არ აღემატება 20მ2-ს მოსაკრებელი განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით, ხოლო 20მ2-ის ზემოთ ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარის ოდენობით;
გ) საზ. კვების ობიექტებისათვის, რომელთა დაკავებული ფართობი არ აღემატება 20მ2-ს მოსაკრებელი განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით, ხოლო 20მ2-ის ზემოთ ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარის ოდენობით;
დ) ბენზინგასამართი სადგურებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს თვეში 5 ლარის ოდენობით;
ე) ვულკანიზაციებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს თვეში 5 ლარის ოდენობით;
ვ) ორგანიზაცია დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ყოველ დასაქმებულ მუშაკზე 0.5 ლარის ოდენობით;
ზ) ბაზრობის სტილის ობიექტებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით თვეში.
მუხლი 3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №25 დადგენილება.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები