დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.118.016380 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2023 - 31/08/2023)
|
ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, 121 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1 ლარით თვეში, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001 -ზე დაბალია, ერთ სულ მოსახლეზე – 0,5 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზრვროს 4 სულით.
|
| მუხლი 3 |
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 25 ლარით 1 მ3 ნარჩენზე, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება – ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011წლის 22 თებერვლის №6 დადგენილება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
დანართი №1
|
ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 5. მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს შპს – ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური. 6. მოსაკრებლის გადამხდელია ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი. |
| მუხლი 2 |
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მოსარგებლეს), რომელიც მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია. 3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის და სულადობის მიხედვით. 4. ონის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი. 5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახში თვის პირველ ნახევარში რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გათვალისწინებით, ხოლო თვის მეორე ნახევარში – ცვლილების გაუთვალისწინებლად. 6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. 9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქვითრის ან/და შემდეგში ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება |
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ნარჩენის წარმომქმნელი ყველა პირისათვის ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მისი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. 4. მოსაკრებელი არ დაერიცხებათ საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა - ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით. 5. მოსაკრებლის გადამხდელი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში, რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტიდან და შესაბამისად არ იქნება ნარჩენის წარმომქმნელი, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის ვადა. |
მუხლი 4.
მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები |
1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე), ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება და იურიდიული პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოში. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებად.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობას და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა, რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყონებლივ ან/და, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. 3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, ისინი ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან. 7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. 8. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გაფორმება, საკუთარი ინტერესებისა და ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის შესაბამისად. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლო კალენდარულ დღეს.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.
|
მუხლი 8.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის |
მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
|
დანართი №2
|
დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელის ოდენობა
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები