საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 28/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.213
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
79
25/04/2005
სსმ, 52, 28/04/2005
040.030.000.10.003.000.213
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2005 - 08/07/2009)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №79

2005 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის საზღვაო აკადემია.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის საზღვაო აკადემია ჩაითვალოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ბათუმის საზღვაო აკადემიის უფლებამონაცვლედ.

4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის საზღვაო აკადემიას გადაეცეს დანართის მიხედვით გათვალისწინებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი