დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №79 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 14/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №126
2009 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №79 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №79 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №52, მუხლი 546) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“;
ბ) დადგენილების 1-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ჩაითვალოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ბათუმის საზღვაო აკადემიის უფლებამონაცვლედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დანართით გათვალისწინებული ქონება.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები