ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110222031, 02/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
16/02/2011
ვებგვერდი, 110222031, 02/03/2011
010250020.35.105.016017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2011 - 31/03/2011)

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება 2

2011 წლის  16 თებერვალი

ქ. ზუგდიდი    

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად, (დანართი 1 თან ერთვის).

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულებისა დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 21 მარტის №10 დადგენილება.

 3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.                                       

საკრებულოს თავმჯდომარე                                      ლ. კონჯარია

დანართი № 1                             

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური

1.      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2.      სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

3.  სამსახური განთავსებულია ქ. ზუგდიდი, რუსთაველის 97.

    მუხლი 2.  სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1.        სამსახურის საქმიანობის საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობირვი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“ ,საკრებულოს დებულება, გამგეობის დებულება საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება.

       მუხლი 3.  სამსახურის სტრუქტურა

  1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

   2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

  3.სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

 4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მთავარი სპეციალისტი

თავი 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები:

1. ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და მათი რეალიზაცია.

2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ჰუმანიტარული, ერთდროული, ერთჯერადი მატერიალური და სხვა სახის დახმარებების დაწესება.

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.

5. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება.

6. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება.

7. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

8. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.

9. მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო კვებით უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

10. ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება თვითმმართველი ორგანოებისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

11. თანამშრომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულებთან, სოციალურ საკითხთან მიმართებაში.

12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოციალური საცხოვრისის მართვა და მონიტორინგი.

13. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 5. სამსახურის უფროსი

  ა) სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

 ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობას, ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს,სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

 გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების შესახებ;

 დ) ხელს აწერს კომპეტენციით მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებულ დოკუმენტებს;

 ე) უზრუნველყოს მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვასა და კონტროლს მათ შესრულებაზე;

 ვ) გამგებლთან შუამდგომლობის საფუძველზე ახდენს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ზ) სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებით.

    მუხლი 6. სამსახურის საჯარო მოხელეები

     1. სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა)  შეასრულოს და დაიცვას საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

ბ)  შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას იმ დავალებების შესრულებაზე, რაც აღემატება მის სამსახურებრივ ფუნქციებს;

დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;

ე)  სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები მითითებულ ვადებში;

ვ)  შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი  გამოყენება;

ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

თავი 3 . დასკვნითი დებულებანი

      მუხლი 7. დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

1.        ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.        სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელედება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით.