„პენსიონერთა მიმართ არსებულ საპენსიო დავალიანებათა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”

  • Word
„პენსიონერთა მიმართ არსებულ საპენსიო დავალიანებათა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 19/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.208
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
74
19/04/2005
სსმ, 46, 19/04/2005
280.120.000.10.003.000.208
„პენსიონერთა მიმართ არსებულ საპენსიო დავალიანებათა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/04/2005 - 18/06/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2005 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

პენსიონერთა მიმართ არსებულ საპენსიო დავალიანებათა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

მიღებულ იქნეს ცნობად, რომ 2004 წელს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 და 2004 წლის 25 ივნისის №52 დადგენილებების შესრულების მიზნით საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივად დასაფარავად არამომუშავე 14 ლარის მიმღები პენსიონერებისათვის დანამატის სახით გაცემულია 23 318 471 (ოცდასამი მილიონ სამას თვრამეტი ათას ოთხას სამოცდათერთმეტი) ლარი.

მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად, ამასთან, სოციალური თანასწორობის დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობა ადგენს:

1. არამომუშავე 14 ლარის მიმღები პენსიონერებისათვის გაიცეს 2004 წელს დანამატის სახით ანაზღაურებული საპენსიო თანხა, რომელიც მიიმართა მათი დავალიანებების დასაფარავად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიება და გამოყოფა ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადასახდელად.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ზ. სოფრომაძე) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესასრულებლად.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი