დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.016891 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №218
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტი, რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა, ან რომელთან დაკავშირებითაც მიღებულ (გამოცემულ) იქნა სხვა ნორმატიული აქტი, რომელმაც გამოიწვია მისი ძალადაკარგულად ცნობა ან/და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდეს: საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №12 დადგენილება, 2005 წლის 17 მარტის №48 დადგენილება, 2005 წლის 19 აპრილის №74 დადგენილება, 2006 წლის 18 იანვრის №14 დადგენილება, 2006 წლის 31 მაისის №104 დადგენილება, 2006 წლის 20 ივნისის №116 დადგენილება, 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილება, 2007 წლის 31 ივლისის №166 დადგენილება, 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილება, 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილება, 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილება, 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილება, 2008 წლის 24 სექტემბრის №191 დადგენილება, 2009 წლის 19 თებერვლის №32 დადგენილება, 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილება, 2009 წლის 22 დეკემბრის №236 დადგენილება, 2010 წლის 29 დეკემბრის №418 დადგენილება, 2010 წლის 29 დეკემბრის №417 დადგენილება, 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილება.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები