დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩევლის (ოპერატორი, II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 150211, 15/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.027.016099 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/02/2011 - 04/06/2015)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2011 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩევლის (ოპერატორი, II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩევლის (ოპერატორი , II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა .
3. ადმინისტრაციის ( დეპარტამენტი ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩევლის (ოპერატორი , II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა :
ა ) „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი ;
ბ ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულება ;
გ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №127 ბრძანება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები