ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180211, 18/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.144.016037
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
15/02/2011
ვებგვერდი, 180211, 18/02/2011
200140030.35.144.016037
ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/02/2011 - 03/02/2012)

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2011 წლის 15 თებერვალი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დადგინდეს ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1) .

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენინის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

 დანართი№1

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქალაქ ქარელის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN= IMG x ITL x C x K, სადაც

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. ქარელის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,42-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქალაქ ქარელში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ქარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,42

1

0,24

20

2,016

3. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქარელისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,6048 ლარს.

4. დაბა აგარისთვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქარელისათვის დადგენილი ფასისი 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს.

5. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქარელისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,504 ლარს.

6. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.