საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016234
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
73
08/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
040030000.10.003.016234
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2011 - 12/07/2011)

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება 73

2011 წლის 8 თებერვალი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტ­კიც­დეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი­სათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახუ­რი­სათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინ­ფორ­მაციის გადაცემის წესი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრი   . გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი­სათვის – საქართ­ველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემო­სავლების სამ­სახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორ­მაციის გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართ­ველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) (შემდგომში – საქსტატი) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შე­მ­დგომში – შემო­სავლების სამსახური) შორის თანამშრომ­ლო­ბას საგადასახადო სტატისტიკის სფეროში სრულყოფილი სა­ინფორ­მაციო ბაზის ფორმირებისათვის.

    მუხლი 2

1. შემოსავლების სამსახური საქსტატს აწვდის:

ა) ყოველთვიურად (არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რი­ც­ხ­ვისა) სასაქონლო დეკლარაციების მონაცემებს საგარეო ვაჭ­რობის შესახებ (ელექტრონული ფორმით);

ბ) ყოველთვიურად (არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რი­ცხ­ვისა) ინფორმაციას საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეების მიხედვით, როგორებიცაა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ტვირთები, ან რომლებიც საგადა­სა­ხადო ორგა­ნოების მიერ დარეგისტრირდება მომავალში სა­ქართ­­ვე­ლოს ეკო­ნომიკურ საზღვარზე და შეადგენს სტატის­ტი­კური კვლე­­ვის საგანს;

გ) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის დასრულე­ბიდან 6 თვის ვადაში) მოქმედი გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას და არსებული ცვლილებების გათვალის­წინებით კორექტირებულ მონაცემებს შემდეგი რეკვიზი­ტე­ბის გათვალისწინებით: გადასახადის გადამხდელის საიდენტი­ფიკაციო ნომერი, გადასახადის გადამხდელის სრული დასახე­ლება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი), იურიდიული მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ფი­ზიკური პირის შემთხვევაში – საცხოვრებელი სახლის მისა­მარ­თი), ფაქტობრივი მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითე­ბით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელმძღვანელობაზე უფ­ლებამოსილი პირი, ტელეფონის და/ან ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ძირითადი საქმიანობის სახე (ეკონომიკური საქმია­ნო­ბის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მი­ხედვით ხუთ­ნიშ­ნა დონეზე), წლიური ბრუნვის მოცულობა და დასაქ­მებულთა რაოდენობა (ელექტრონული ფორმით).

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვე­პუნ­ქ­ტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შემოსავლების სამ­სა­ხური საქსტატს აწვდის:

ა) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის დასრულე­ბიდან არა უგვიანეს 7 თვის ვადაში) ინფორმაციას რეგისტ­რი­რებული საწარმოების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღე­ბუ­ლი მოგების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით);

ბ) ყოველკვარტალურად (საანგარიშო კვარტალის დასრუ­ლე­ბიდან ერთი თვის ვადაში) ინფორმაციას გაცემული დივი­დენდების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით).

3. შემოსავლების სამსახური საქსტატს ყოველთვიურად აწ­ვ­დის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი­სტ­როს მომსახურების სააგენტოს მიერ გაფორმებული სატ­რანს­პორტო საშუალებების შესახებ.

    მუხლი 3

საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემთა ცვლილების შემ­თხვევაში შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს საქ­ს­ტა­ტის ინფორმირებას.

    მუხლი 4

შემოსავლების სამსახური საქსტატს მოთხოვნის შემთ­ხ­ვევაში წარუდგენს გადასახადის გადამხდელების მიერ წარ­დ­გენილ დეკ­ლარაციებში ასახულ მონაცემებს.

    მუხლი 5

საქსტატი უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელების შესახებ მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გაცემას მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიცირების გამო­მრიცხავი ფორმით ან საქართველოს საგადასახადო კოდექ­სის 39-ე მუხლით დადგენილი წესით.