„საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021458
438
04/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
040030000.10.003.021458
„საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №438

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2011, 040030000.10.003.016234) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი­სათვის – საქართ­ველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (შემდგომში – საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამ­სახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ იდენტიფიცირებული ინფორ­მაციის გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საქსტატსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომ­ლო­ბას საგადასახადო და საბაჟო სტატისტიკის სფეროში სრულყოფილი სა­ინფორ­მაციო ბაზის ფორმირებისათვის.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) საბაჟო დეკლარაციებისა და რეექსპორტის დეკლარაციების მონაცემებს საგარეო ვაჭრობის შესახებ (ელექტრონული ფორმით);

ბ) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) ინფორმაციას საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეების მიხედვით, როგორებიცაა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ტვირთები, ან რომლებიც საბაჟო ორგანოების მიერ დარეგისტრირდება მომავალში საქართველოს საბაჟო საზღვარზე და შეადგენს სტატისტიკური კვლევის საგანს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერიგიორგი გახარია