დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 150211, 15/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.027.016098 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/02/2011 - 04/06/2015)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2011 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკ ა.
2 . ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საბიუჯეტო სექტორში ფინანსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი “;
ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ;
გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,საქართველოს 201 1 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №914 ბრძანება;
ვ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
ზ) ,,სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანება ;
თ) ,, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
ი) ,, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 13 ოქტომბრის № 187 ბრძანება .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები