ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.166.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
09/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
200140030.35.166.016026
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2011 - 27/01/2012)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2011 წლის 9 თებერვალი

ქ. გურჯაანი

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,

მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2010 წლის 28 იანვრის 1 დადგენილება ,,ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’.

2. განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად.

  2.1. ცენტრალური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა 1-დან 20-ის ჩათვლით, ზუგდიდის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთამდე, სიღნაღის ქუჩა ფარნავაზის ქუჩამდე, ელ.სადგურის, თამარ მეფისა და წმინდა ნინოს ქუჩები.

  2.2. შუალედური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: რუსთაველის ქუჩა ფურცელაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თავისუფლების ქუჩა 21-დან ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, სიღნაღის ქუჩა მაიაკოვსკის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე, ფურცელაძის, მარჯანიშვილის, დუმბაძის, ტაბიძის, ნონეშვილის, თაყაიშვილის, ერეკლე II–ის, ბარათაშვილის, თბილისის, 9 აპრილის, ჭავჭავაძის, ლეონიძის, ბესიკის, საბჭოს, წერეთლის, ტაბიძის, სააკაძის, ჩუმლაყის, კარდენახის, გაბიტაშვილის, გოგოლის, მაჩაბლის, ენგელსის, სტადიონის, შრომის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გურჯაანის, მაიაკოვსკის, ნავთისხევის,                              რ. თაბუკაშვილის, არაგვისპირელის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩები.

  2.3. პერიფერიული ზონა – მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში.

3. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I T L შეადგენს:

  3.1. ცენტრალური ზონისათვის 1,3-;

  3.2. შუალედური ზონისათვის 1,0-;

  3.3. პერიფერიული ზონისათვის 0,7-ს.

4. დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K=50.

5. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს L M G=0,45.

6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C=0,24.

7. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:

    CN = LMg X I T L X C X K

    7.1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

    7.2. LMg – არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;

    7.3. I T L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;

    7.4. C – არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;

    7.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

8.  დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის:

   8.1. ცენტრალური ზონა – 7,02 ლარი

   8.2. შუალედური ზონა – 5,40 ლარი

   8.3. პერიფერიული ზონა – 3,78 ლარი.

9. მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 2,7 ლარს.

10. დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 1,35 ლარს.

11. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის 554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 2,7 ლარს.

12. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ

 თავმჯდომარის მოადგილე           ა. სირბილაშვილი