ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 28/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.166.016052
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
7
27/01/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
200140030.35.166.016052
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2012 - 23/01/2013)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 7

201 2 წლის 27 იანვარი

. გურჯაანი

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 9 თებერვლის №1 დადგენილება „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.

2. განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად.

2.1. ცენტრალური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე, თაყაიშვილის ქუჩა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთამდე, აღმაშენებლის ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, კოსტავას ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთიდან თაყაიშვილის ქუჩის №1-მდე, სარაჯიშვილის ქუჩა, ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე, 9 აპრილის ქუჩა.

2.2. შუალედური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: ფურცელაძის ქუჩა, ბელიაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, სიღნაღის ქუჩა, რობაქიძის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, დუმბაძის, ტაბიძის, ნინოშვილის, კეცხოველი, ერეკლე II-ის, ბარათაშვილის, თბილისის, ჭავჭავაძის, ლეონიძის, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის, ტაბიძის, სააკაძის, გამსახურდიას, კარდენახის, თუმანიშვილის, მაჩაბლის, ქეთევან წამებულის, პაიჭაძის, ასათიანის, გაბაშვილის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გაურჯის, შალიკაშვილის, კუკური ქოროღლიშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან.

2.3. პერიფერიული ზონა – მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში. ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში.

3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:

CN = LMG X ITL X C X K

3.1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

3.2. LMg – არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;

3.3. ITL L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;

3.4. C – არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;

3.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

4. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს LMG= 0,45

5. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL შეადგენს:

5.1. ცენტრალური ზონისათვის 1,3-ს

5.2. შუალედური ზონისათვის 1,0-ს

5.3. პერიფერიული ზონისათვის 0,7-ს

6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24.

7. დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 50

8. დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის:

8.1. ცენტრალური ზონა – 7,02 ლარი

8.2. შუალედური ზონა – 5,40 ლარი

8.3. პერიფერიული ზონა – 3,78 ლარი.

9. მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 2,7 ლარს.

10. დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25% -ით და შეადგენს 1,35 ლარს.

11. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% -ით და შეადგენს 2,7 ლარს.

12. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ზ . იაგანაშვილი