დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110211, 11/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.118.016017 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/02/2011 - 18/03/2011)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №02
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად
1. განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა დანართი №1-ის მიხედვით.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის №03 დადგენილება ,,ონის მუნიციუპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ”.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
დანართი №1
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn=ImgXItlCXK
ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) Img – არის ქ.ონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;
გ) Itl – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც იცვლება 0.9-დან 1.1-მდე. (ქ.ონისათვის აღნიშნული ინდექსი განისაზღვროს 1.0-ის ოდენობით.);
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;
ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს (K – განისაზღვრება შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ და აღებულია 74.4-ის ოდენობით);
შენიშვნა:
ვინაიდან ქ.ონის მოსახლეობა არ აღემატება 10 000 კაცს. ქალაქის ტერიტორიაზე არ არის რეკომენდებული ზონირება, შესაბამისად Itl უდრის 1-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5.0 ლარით და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე –0.5 ლარით.
3. ონის მუნიციპალიტეტში არსებულ დასახლებებში (სოფლები) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებარი არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 50%-ით და შესაბამისად შეადგენს:
ა) ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი;
ბ) წლიური საიჯარო ქირა – 0.25 ლარი.
4. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 25%-ით და შესაბამისად შეადგენს:
ა) ნორმატიული ფასი – 1,25 ლარი;
ბ) წლიური საიჯარო ქირა – 0.13 ლარი.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (საგლოლო-ჭიორა-ღების და გუფთა-ონის გზა) 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი და ამავე ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი;
ბ) წლიური საიჯარო ქირა – 0.25 ლარი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები