„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“

  • Word
„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.118.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
02
04/02/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
370020000.35.118.016017
„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2011 - 18/03/2011)

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №02      

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად

1. განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა დანართი №1-ის მიხედვით.

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის №03 დადგენილება ,,ონის მუნიციუპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ”.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  შ. ჯაფარიძე

დანართი №1

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ

1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=ImgXItlCXK

ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) Img არის ქ.ონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;

გ) Itl არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც იცვლება 0.9-დან 1.1-მდე. (ქ.ონისათვის აღნიშნული ინდექსი განისაზღვროს 1.0-ის ოდენობით.);

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს (K  განისაზღვრება შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ და აღებულია 74.4-ის ოდენობით);

შენიშვნა:

ვინაიდან ქ.ონის მოსახლეობა არ აღემატება 10 000 კაცს. ქალაქის ტერიტორიაზე არ არის რეკომენდებული ზონირება, შესაბამისად Itl უდრის 1-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5.0 ლარით და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე –0.5 ლარით.

3. ონის მუნიციპალიტეტში არსებულ დასახლებებში (სოფლები) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებარი არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 50%-ით და შესაბამისად შეადგენს:

ა) ნორმატიული ფასი 2,5 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა 0.25 ლარი.

4. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 25%-ით და შესაბამისად შეადგენს:

ა) ნორმატიული ფასი 1,25 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა 0.13 ლარი.

5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (საგლოლო-ჭიორა-ღების და გუფთა-ონის გზა) 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი და ამავე ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ნორმატიული ფასი 2,5 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა 0.25 ლარი.