დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/5 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 080211, 08/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200160010.35.159.016026 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/02/2011 - 11/03/2011)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2/5
2011 წლის 3 თებერვალი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზურფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ქონების სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო ფასის არანაკლებ 5 პროცენტით.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ნოემბრის №15/2 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”.
3. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები