სახელწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სახელწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 080211, 08/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.159.016023
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2/2
03/02/2011
ვებგვერდი, 080211, 08/02/2011
370020000.35.159.016023
სახელწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/02/2011 - 11/03/2011)

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  2/2          

2011 წლის 3 თებერვალი

         ქ. მარნეული   

სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-192 მუხლის 1 პუნქტის, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის 603 ბრძანებულების შესაბამისად:

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის მიხედვით.

2. დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი 2-ის მიხედვით.        

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 იანვრის 1/5 დადგენილება ,,სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.

4. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე                                               . ქერიმოვი

                                                                                                                            

დანართი 1

სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG C IL x Cx  K, სადაც:

) N CNარის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

) IMG MGარის . მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-;

) T It Lარის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:

.) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-;

.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს,

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

 

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი),

ნორმ. ფასის

ნორმ. ფასი

1

ცენტრალური ზონა

 

 

0,52

1,3

0,24

160

25,9584

2

შუალედური ზონა

 

 

0,52

1

0,24

160

19,968

3

პერიფერიული ზონა

 

 

0,52

0,7

0,24

160

13,9776

 

3. სოფლებში და დასახლებათა შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით და შეადგენს 5,9904 ლარს.

4. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების (50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს.

5. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს.

 

დანართი 2

ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე

ზონირება

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ItL

ცენტრალური ზონა

 

1

ქ.მარნეულის რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, ვურგუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია

1,3

შუალედური ზონა

 

2

ბორჩალოს, მაზნიაშვილის, შაიგას, გამსახურდიას კურბანოვის, ლაღიძის, ერეკ-ლე II, მუსხელაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდათის, რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები, ცენტრალური ზონის ქუჩების ჩიხები და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

1

პერიფერიული ზონა

 

3

რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს,

იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები. ნარიმანოვის ქუჩის ჩიხები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები

0,7