დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/6 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110314028, 17/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.159.016034 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3/6
2011 წლის 11 მარტი
ქ. მარნეული
,,სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე შევიდეს ცვლილება ,,სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/2 დადგენილებაში შემდეგი სახით:
1. დადგენილების შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები