"ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"

  • Word
"ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.136.016049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
7
28/01/2011
ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
370020000.35.136.016049
"ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"
ხულოს მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/02/2011 - 24/02/2012)

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №7

2011 წლის 28 იანვარი

 დ. ხულო                  

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო დაადგინა:

1. დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ 27  2010 წლის 27 თებერვალი, №24; გვ.8).

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                 ნ. თავრთქილაძე

 

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დაბა ხულოში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში –  „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის დაბა ხულოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან დაბა ხულოში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C არის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხულოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,37

1

0,24

70

6,22

3. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.11 ლარს.

4. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა კურორტი „ბეშუმისა“) მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 25 % -ის ოდენობით და შეადგენს 1.56 ლარს, ხოლო კურორტი „ბეშუმისთვის“ ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 200%-ის ოდენობით და შეადგენს  12.44 ლარს.

5. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომიბილო გზების 50 მეტრის რადიუსის (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.11 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასები.