"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"

  • Word
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.133.016019
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01
01/02/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
370020000.35.133.016019
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2011 - 05/04/2011)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №1

2011 ლის 1 თებერვალი

 დ. ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის 603 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის რეკომენდაციის გათვალისწინებით დაბა ხელვაჩაურში ზონირება არ განხორციელდეს.

2. დადგინდეს დაბა ხელვაჩაურში ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL=1,0.

3. დადგინდეს დაბა ხელვაჩაურში მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K=300.

     4. დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.

5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 იანვრის 3 დადგენილება.

6. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ. ფარტენაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დაბა ხელვაჩაურში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება მისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN= IMG x ITLLx C x K, ადაც:

ა) CN რის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG რის დაბა ხელვაჩაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,38-ს;

გ) ITLL რის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის –1-ს;

დ) C რის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – aრის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 300-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხელვაჩაურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,38

1

0,24

300

27.36

 

    3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.94 ლარს;

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალი დაბა მახინჯაურისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 27.36 ლარს;

5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 54%-ის ოდენობით და იგი შეადგენს –14,77 ლარს.

6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის 554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (სენაკი-ფოთი-სარფი) და (ბათუმი (ანგისა)-ახალციხე) 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 70 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 19.15 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-5 პუნქტით დადგენილი ფასები.

  7. შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 360 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 98.50 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები.