დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 თებერვლის №01 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110506002, 11/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.133.016037 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 3 მაისი
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 თებერვლის №01 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 თებერვლის №01 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 11/02/2011წ) დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელი კახაბრისათვის, სოფელი მეჯინისწყლისათვის, სოფელი თოდოგაურის დაბლობისათვის, სოფელ შავლიძეებისათვის, სოფელ მახვილაურის დაბლობისათვის, სოფელ შარაბიძეების დაბლობისათვის, სოფელ ხელვაჩაურის დაბლობისათვის და სოფელ კაბანდიბის დაბლობისათვის თანდართული რუკის მიხედვით (საკადასტრო კოორდინატები მითითებულია სქემატურ რუკაზე) დადგინდეს დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 27,36 ლარს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები