დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-9
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 030211, 03/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.156.016039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-9
31/01/2011
ვებგვერდი, 030211, 03/02/2011
010260050.35.156.016039
დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2011 - 15/03/2013)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2-9

2011 წლის 31 იანვარი

ქ.დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ ” ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის” მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1 . დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 ა) უძრავ ნივთებზე:

 ა.ა) ქ. დმანისში – ქონების ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნით მიღებული ღირებულების 10% ;

 ა.ბ) სხვა ტერიტორიებზე – ქონების ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნით მიღებული ღირებულების 5% ;

 ბ) მოძრავ ნივთებზე – ნივთის ღირებულების 5%.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 8 მაისის №7-18 დადგენილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ .”.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმ დომარე          . მგელაძე