დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.156.016157
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
28/03/2014
ვებგვერდი, 01/04/2014
010260050.35.156.016157
დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2014 - 27/01/2015)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №39

2014 წლის 28 მარტი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი (დანართი №1) და დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესი (დანართი №2).
მუხლი 2
    ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-9 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 03/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.156.016039).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი



დანართი №1

დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი

საფასურის განსაზღვრის წესი


1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (გარდა ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საპრივატიზებო საწყისი საფასური განისაზღვრება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე „საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.

3. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. თვითმმართველი ერთეულის – დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების საწყისი საპრივატიზებო საფასური უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე (საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე) ნაკლები ოდენობით.


 

დანართი №2


დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით

გადაცემისას წლიური საწყისი საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესი


1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას სარგებლობის წლიური საწყისი საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო ფასის შესაბამისად, ამ წესის მე-2 პუნქტით დადგენილი ოდენობით.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს:

ა) 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ბ.ა) სახნავზე, სათიბზე და საძოვარზე – ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე „საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 პროცენტით;

გ) სხვა უძრავ ქონებაზე:

გ.ა) ქალაქ დმანისში მდებარე უძრავ ნივთებზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით;

გ.ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სხვა ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთებზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 პროცენტით;

დ) მოძრავ ნივთებზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით.

3. დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების, გარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, რომლებიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას,პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ წესის მე-2 პუნქტით დადგენილ საფასურზე ნაკლები ოდენობით.

4. თვითმმართველი ერთეულის – დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე.