ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

  • Word
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
20/01/2011
ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
190020020.35.162.016027
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2011 - 28/02/2011)

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №3

2011 წლის 20 იანვარი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ჯგუფები მიიღებენ ფულადი და არაფულადი სახის დახმარებას, პროგრამის განხორციელების მიზანია სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირება.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ქ“ ქვეპუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამა და ბიუჯეტი (დანართი 1პროგრამა და დანართი 2 პროგრამის ბიუჯეტი, დადგენილებას თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 მარტის №6 დადგენილება ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2010 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 ა. მაილაშვილი

დანართი 1

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა – 01 იანვარი 2011 წელი – 31 დეკემბერი 2011 წელი.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი: 235000 (ორას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 235000 (ორას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

    მუხლი 5. პრობლემის აღწერა და მისი აქტუალობის დასაბუთება

1. უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეული ეკონომიკური პროგრესის მიუხედავად ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი კვლავაც საკმაოდ მძიმეა. მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. პოსტ-კონფლიქტური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია, რომ კრიზისის ეფექტები განსაკუთრებით მძიმე იქნება სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის.

მოსახლეობის სოციალური დახმარებისათვის ცენტრალური ხელისუფლება მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ჩათვლით. ამისდა მიუხედავად დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და საჭიროებენ დახმარებას, მაგრამ არ არიან დაფარული სახელმწიფო პროგრამით. ამ პრობლემის გათვალისწინებით, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ჯგუფები მიიღებენ ფულადი და არაფულადი სახის დახმარებას.

მუხლი 6. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფოსაგან სოც. დახმარებას.

2. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონაი მკურნალობის ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება.

 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

 4. უდედმამო ბავშვები.

 5. 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება.

 6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები.

 7. სოციალურად ძალიან შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება.

 8. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ პირთა ოჯახები.

 9. ხანძრით და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახები.

 10. უპატრონო მიცვალებული.

 11. სამამულო ომის ვეტერანები.

 12. მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები.

 13.სიცოცხლისათვის საშიშ, უკიდურესად ავარიულ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახები.

 14. სოციალური სახლის უფასო სასადილოს დაფინანსება.

 ა) სოციალური სახლის ბენეფიციართათვის სან-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისათვის – სველი წერტილების დამატება, კოსმეტიკური რემონტი და სხვა.

    მუხლი 7.სოციალური დახმარების ოდენობა

1. ეკონომიურად და სოც. გაჭირვებული ოჯახებისათვის, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფოსაგან სოციალურ დახმარებას100 ლარი (ერთჯერადად).

2. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონაი მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსებაღირებულების 50 %, არა უმეტეს 500 ლარისა.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე)200 ლარი(სააღდგომო კალათი50 ლარი, საახალწლო კალათი 50 ლარი) ბავშვთა დაცვის დღე 100 ლარი.

4. უდედმამო ბავშვები(16 წლამდე) – 100 ლარი (სასკოლო ნივთების შესაძენად ) და 100 ლარი (სააღდგომო და საახალწლო კალათებისათვის 50-50 ლარი).

5. 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება100 ლარი (ერთჯერადად).

6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები 100 ლარი.

7. სოციალურად ძალიან შეჭირვებული მოსახლეობის საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტი 50 ლარი.

8. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ პირთა ოჯახები   100 ლარი (50 ლარი სააღდგომო და 50 ლარი საახალწლო კალათისათვის).

9. ხანძრითა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახი 500 ლარი.

10. უპატრონო მიცვალებული200 ლარი.

11. სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები.

ა) სადღესასწაულოდ(სააღდგომო კალათი40 ლარი, საცხრამაისო40 ლარი)80 ლარი;

ბ) სარიტუალო ხარჯისათვის250 ლარი.

12. მაღალმთიან რეგიონში(თუშეთში)მცხოვრები ოჯახები50 ლარი (საახალწლოდ, სააღდგომოდ და გიორგობისათვის სასურსათო პაკეტები).

13. სიცოცხლისათვის საშიში, უკიდურესად ავარიულ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახები (საცხოვრისის დაზიანების ხარისხის მიხედვით)300-500 ლარი.

14.1. უფასო კვების ობიექტი 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი (მისი დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

14.2. სოციალური სახლის კაპიტალური რემონტი55000ლარი (დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

    მუხლი 8. სოციალური დახმარების გაცემის წესი

1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

2. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

3. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას გაუწევს კულტურის, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური კომისია.

5. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად, ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა მუხლით.

6. სტაციონაი მკურნალობის დაფინანსებისა (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოც. დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

7. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

8. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან პირზე ან მეურვეზე.

9. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.

    მუხლი 9. პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა.

2. უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირება.

    მუხლი 10. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

ა) ადგილობრივი პრესა და ტელევიზია;

ბ) რწმუნებულები.

    მუხლი 11. პროგრამის შეფასება

1. განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2011 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;

ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

გ) დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.

 

დანართი 2

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამის ბიუჯეტი (01.01.2011 – 31.12.2011)

 

პროგრამის დასახელება

 

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

სოც. დახმარების მოცულობა (ლარებში)

ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე

სულ

1

2

3

4

5

1

ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას

 

150

 

100

 

15000

2

სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონაი მკურნალობის ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით (არა უმეტეს 500 ლარისა)

 

120

 

––––––––

 

60000

 

3

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (ინვალიდი 16 წლამდე)

 

14

საახალწლო – 50 ლ.

სააღდგომო – 50 .

ბავშვთა დაცვის დღე -100 .

700

700

 

1400

სულ 200 ლ.

სულ: 2800

 

 

4

 

უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ასაკის)

 

12

საახალწლო – 50 ლ.

სააღდგომო50ლ.

სასწავლო წლის დასაწყისში100 .

600

600

 

1200

 

სულ 200 ლ.

სულ: 2400

 

5

95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება

 

15

 

100

 

1500

6

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები

 

8

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი100 ლ.

 

800

 

7

 

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან

დევნილ პირთა ოჯახები

 

15

საახალწლო – 50 ლ.

სააღდგომო50ლ.

 

750

750

 

 

სულ 100 ლარი

 

სულ: 1500

 

 

 

 

8

 

 ა) სამამულო ომოს ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება

 

 

36

 

 

სააღდგომოდ40ლ.

საცხრამაისოდ40ლ

 

1500

1500

 

სულ:80 ლარი

სულ:3000

 

 ბ) სამამულო ომის ვეტერანთა

 სარიტუალო ხარჯები

 

 

8

გარდაცვლილის ოჯახს ფულადი დახმარება 250ლ-ს ოდენობით

2000

 

 

9.

 

 

სოციალურად ძალიან შეჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პაკეტით დახმარება

 

40

საახალწლოდ50ლ.

სააღდგომოდ50ლ.

 

2000

2000

 

 

სულ: 100 .

 

სულ: 4000

10

ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების შედეგად (ხანძარი, ქარიშხალი, სატყვა...) დაუზიანდათ საცხოვრებელი სახის ფართის 50%

 

10

 

500

 

5000

11

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

 

5

 

200

 

1000

12

მთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის სასურსათო პაკეტი

 

25

საახალწლოდ40ლ.

სააღდგომოდ40ლ.

გიორგობისათვის40ლ.

1000

1000

1000

 

 

სულ: 120ლ.

 

სულ:3000

 

13

სიცოცხლისათვის საშიშ უკიდურესად ავარიულ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახების დახმარება

 

20

 

400

 

8000

 

 

 

 

14

ა) სოციალური სახლის უფასო სასადილოს დაფინანსება

 

 

100

 

700

 

70000

 

ბ) სოციალური სახლის ბენეფიციართათვის სან- ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისათვის (სველი წერტილების დამატება, კოსმეტიკური რემონტი...) საჭირო თანხა

 

 

 

 

55000

 

 

 

 სულ:

235000 ლარი