დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 260111, 26/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.35.115.016027 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/01/2011 - 25/02/2011)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
201 1 წლის 20 იანვარი
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად,
1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება /თან ერთვის/ .
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 აპრილის №18 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
დანართი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას , მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამსახურის ორგანიზებას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: დ. ლენტეხი, თამარ მეფის ქ. 24.
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 15 წლის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
გ) წვევამდელთა სავალდებულო სამსახურის გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
დ) სავალდებულო სამხედროს სამობილიზაციო მიწერისა და გაწვევის სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობების ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში გაგზავნა;
ე) კონტროლი სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვაზე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებანი
სამსახურს უფლება აქვს:
ა) აღრიცხვაზე აყვანასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები , საჩივრები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მოამზადოს შესაბამისი მასალები და გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;
გ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს გამგეობის წინაშე სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუქნციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალური განაწილების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია ან საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები