დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280111, 28/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.149.016035 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/2011 - 18/02/2011)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 21 იანვარი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული
ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით;
ბ) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ხუთი ლარის ოდენობით.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე-კვარტალში 5625 ლარის ოდენობით;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %.
მუხლი 3
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №20 დადგენილება.
მუხლი 5
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები