დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.149.016211 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ მე-3, მე-5 მუხლების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და კასპის მუნიციპალიტეტის სკარებულოს 2014 წლის №17 დადგენილებით „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის; 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
მუხლი 2 |
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით; ბ) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ხუთი ლარის ოდენობით. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით ფიზიკური პირებისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000 ქულას განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე - 0.30 ლარით; 4. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 5. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 ლარის ოდენობით. |
მუხლი 3 |
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. |
მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 280111, 28/01/2011; 200230000.35.149.016035). |
მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები