"თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"

  • Word
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1/1
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 13/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240111, 24/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 410010020.35.111.016043
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1/1
13/01/2011
ვებგვერდი, 240111, 24/01/2011
410010020.35.111.016043
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/01/2011 - 24/02/2011)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №1/1

2011 წლის 13 იანვარი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

ამდენად, მიზანშეწონილია დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები.

 საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები თანახმად დანართი 1-ისა.

2.    საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093-ე მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინოს და საქმეები განიხილოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) განსაზღვრულმა პირმა, რომელიც თვითმმართველი ქალაქ ფოთის შესყიდვების გეგმის შესაბამისად გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პირია და მასთან არის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება თვითმმართველი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში უმელთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და დაჭერა-იზოლირებასთან დაკავშირებით.

3.    ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ი. საღინაძე

დანართი 1

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები

 

მუხლი 1. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც თვითმმართველი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მფლობელობაში ჰყავთ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.

მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი შენახვა დასაშვებია მხოლოდ პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

მუხლი 3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:

1. არ დაუშვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი გაშვება მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ;

2. მკაცრად დაიცვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი შენახვის წესები.

მუხლი 4. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვიიზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის შესაბამისად.

მუხლი    5. აღნიშნული წესის დაღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადაღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.