დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.35.111.016259 |
|
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 410010020.35.111.016043) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“. 2. დადგენილების 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები თანახმად დანართი №1-ისა. 2. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინოს და საქმეები განიხილოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა ან მის მიერ უფლებამოსილმა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა.“. 3. დადგენილების დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები“. 4. დადგენილების დანართი №1-ის პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მფლობელობაში ჰყავთ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.
მუხლი 2 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის შენახვა დასაშვებია მხოლოდ პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები