დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩევლის(I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 140111, 14/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.027.016077 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/01/2011 - 04/06/2015)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2 . ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) სახელშეკრულებო სამართლის (მათ შორის, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის) ცოდნა;
დ) უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ენა);
ე) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
3. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
გ) „სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ან საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ 1986 წლის კონვენცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III, IV, V თავები);
ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შესავალი დებულებები, გარიგებები, ხანდაზმულობა, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი I-დან VI კარის ჩათვლით. ნასყიდობის, იჯარის, სესხისა და ჩუქების ხელშეკრულებები);
ვ) „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
მ) „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ნ) „ შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები