"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"

  • Word
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 210111, 21/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.115.016024
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
43
31/12/2010
ვებგვერდი, 210111, 21/01/2011
210020030.35.115.016024
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/01/2011 - 06/05/2011)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №43

2010 წლის 31 დეკემბერი

აბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:

 1. ახალ ასაშენებელ ობიექტებზე;

 2. საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე.

2. ახალ ასაშენებელ ობიექტზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

 3. საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.

4. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მოსაკრებელი გადახდილ იქნეს წინასწარ, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ენვერ გველებიანს.

 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 ნოემბრის №26 დადგენილება.

 7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებსთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                ვ. ქურასბედიანი